The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნათელა ნათენაძე

დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:გინეკოლოგი, ონკოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961–1964წწ. იყო ახალციხის სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1964–1966წწ. თბილისის ბავშვთა  მე–18 პოლიკლინიკის ექიმი–ლაბორანტი; 1966–1969წწ. მარნეულის სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1969–1977წწ. რესპუბლიკური ონკო–დისპანსერის ექიმი–გინეკოლოგი, 1977 წლიდან რესპუბლიკური ონკოცენტრის ქირურგიული გინეკოლოგიური განყოფილების თანამშრომელი. ავტორია 61 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქალთა სასქესო ორგანოების სიმსივნეთა პროფილაქტიკას, ნაადრევი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. ეკუთვნის მეთოდური რეკომენდაცა: "კომპლექსური რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკა საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს"(საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამომცემლობა, 1980_. ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ექიმებისა და ექთნების პროფესიონალურ აღზრდას. ონკო–გინეკოლოგი, ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არაპირდაპირი რადიოიზოტოპური ლიმფოგრაფიისა და სერიული რენოსცინტიგრაფიის კლინიკური შეფასება საშვილისნოს ყელის კიბოს გავრცელების ხარისხის დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1980 წელს.