The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ნაზარიშვილი

დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1925  (99 წლის)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენის ფაკულტეტი 1948 წელს.

1949–1954წწ. იყო ზოგადი ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1957–1959წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტი; 1964–1965წწ. სამედიცინო აკადემიის უროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1985წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე, 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის უროდინამიკის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ზემო და ქვემო საშარდე გზების უროდინამიკის ცვლილებებს სხვადასხვა უროლოგიურ დაავადებათა დროს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "თირკმელებისა და შარდსაწვეთის ფუნქცია უროსტაზის დროს"(გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1979). მისი ხელმძრვანელობით დაცულია 9 სადისერტაციო ნაშრომი. აქვს ორი საავტორო მოწმობა და პატენტი. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლის ბიოელექტრული აქტივობა", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმელებისა და შარდსაწვეთების ფუნქციური მდგომარეობა მექანიკური აუროსტაზის დროს", დაიცვა 1974 წელს.

ბიბლიოგრაფია