The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კიაზო ნადარეიშვილი

კიაზო ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1929
გარდაცვ. თარიღი:2010  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1953 წელს.

1953-1957წწ. იყო საბჭოთა საოკუპაცოი ჯარში მედიცინის სამსახურის ოფიცრის სხვადასხვა თანამდებობაზე; 1957-1960წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1960-1976წწ. ლაბორატორიის სექტორისა და განყოფილების გამგე; 1976-1990წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1990-2005წწ. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი. აროს 200–ზე მეტი ნაშრომის, 12 მონოგრაფიის და 5 გამოგონების ავტორი. რადიოლოგი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "რადიაციის გულსისხლძარღვთა სისტემაზე გავლენის საკითხები", დაიცვა 1966 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბიო-სამედიცინო-ტექნიკური საზოგადოება, თავმჯდომარე (1968-)
  • ეკოლოგიის საზოგადოება, თავმჯდომარე (1989-)
  • რადიოლოგიის საზოგადოება, თავმჯდომარე (1968-)
  • საქართველოს "ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია", დამაარსებელი, პრეზიდენტი (1995-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, თავმჯდომარე, საპატიო დირექტორი
  • ქართული რადიოლოგიური სკოლა, დამფუძნებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ათასწლეულის ღირსების ოქროს მედლი
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1997 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი , "წლის ადამიანი"
    საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 1997 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი , "ოქროს ჩანაწერი"
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • რადიაციული ეკოლოგია : ბიბლიოგრაფია / საქ. ეკოლ. სამეც. საზ-ბა, საქ. ბიო-სამედ. ტექნ. საზ-ბა (ავტორი) // ტომი 2. - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 1088 გვ. - ISBN: 5-52001156-7
  • რადიაციული ეკოლოგია : ბიბლიოგრაფია / საქ. ეკოლ. სამეც. საზ-ბა, საქ. ბიო-სამედ. ტექნ. საზ-ბა (ავტორი) // ტომი 1. - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 608 გვ. - ISBN: 5-52001156-7