The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



აკაკი ნადარეიშვილი

აკაკი ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1970 წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარული ნაწილის ექიმ-ორდინატორად; 1971–1972 წწ. გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს უროლოგად; 1972-1974 წწ. მოსკოვის ს. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი იყო, კლინიკის ექიმ-უროლოგი; 1981-1985 წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკათაშორისი ულტრაბგერითი გამოკვლევების განყოფილების ექიმი; 1985-1991 წწ. ინსტიტუტის უროლოგიური კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1990–1998 წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ არის კლინიკური მედიცინის სამეცმნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თირკმლის დაავადებათა კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მისი კვლევების ძირითადი მიმართულებებია: თირკმლის კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა. უროლოგი, სამედიცინო რადიოლოგი და რენტგენოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონტრალატერალური თირკმლის ცვლილებები ცალმხრივი მწვავე ოკლუზიური პიელონეფრიტის დროს", დაიცვა 1980 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კომპლექსური სხივური დიაგნოსტიკა თირკმლის კიბოს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ულტრაბგერითი ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, ხაზინადარი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1998-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "შარდის დერივაციისა და ენტეროცისტოპლასტიკის ახალი მიმართულებები - ხელოვნური შარდისბუშტის ფორმირება ნაწლავის დეტუბულირებული სეგმენტით"
  • 1999 - ღირსების ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკად. ფ. თოდუას კლინიკა)
    მისამართი:თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
    ტელეფონი:(99532) 234 81 19; (99532) 234 28 30