The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ამირან ნადარაია

ამირან ნადარაია
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 2012  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჭყონი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს. 

1956-2002წწ. ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას: 1956-1959წწ. საქართველოს რესპუბლიკური სანეპიდ-სადგური, სანეპიდ. განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე; 1959-1961წწ. თბილისის ჯანდაცვის სამმართველო, ექიმი-ინსპექტორი; 1961-1962წწ. თბილისის მე-11 პოლიკლინიკა, კარდიოლოგ-რენდგენოლოგი; 1962-1978წწ. თბილისის მე-7 კლინიკური საავადმყოფო, თერაპევტი; 1978-1991წწ. თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფო, კარდიოლოგიური განყოფილების გამგე; 1991-2002წწ. თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების კარდიოლოგიური განყოფილების გამგე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: სახელმწიფო პარტია – საქართველოს ეროვნული ერთიანობა "სამშობლოს ფარი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1994წწ.  ბოგადანოვკის სანეპიდსადგურის სანიტარული ექიმი; ტყვარჩელის საქალაქო სანეპიდსადგური, მთავარი ექიმი (1994);  1994-1996წწ. სოხუმის საქალაქო სანეპიდსადგური, მთავარი ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა დაუშიშროების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვის კომისია, თავმჯდომარის მოადგილე, ქვეკომისიის თავმჯდომარე (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1992-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი