The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი მჭედლიშვილი

გიორგი მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:2014  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს.

1944–1947წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1948–1952წწ. ასისტენტი; 1952–1960წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1960–1991წწ. განყოფილების და ლაბორატორიის გამგე; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბაზაზე მომუშავე მიკროცირკულაციის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; ხელმძღვანელობს უნიკალურ დიაგნოზურ გამოკვლევებს სისხლის რეოლოგიის დარგში. ავტორია 330 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მიკროცირკულაციის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და შეშუპების პათოფიზიოლოგიას. არის სახელმწიფო (სსრკ) ექსპერტიზის მიერ აპრობირებული ორი სამეცნიერო აღმოჩენის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქსოვილოვანი სითხის მოძრაობის გზები ზურგის ტვინის ნერვებში", დაიცვა 1947 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კაპილარული სისხლის მიმოქცევის ექსპერიმენტული გამოკვლევები", დაიცვა 1957 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის სამეცნიერო საზოგადოება მიკროცირკულაციისა და კლინიკური ჰემორეოლოგიის დარგში, წევრი
  • საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მიკროცირკულაციისა და კლინიკური ჰემორეოლოგიის დარგში, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია