The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მერი მუხაძე

მერი მუხაძე
Date of birth:10 August, 1918
Date of death:2005  (at 86 years)
Category:Immunologist, Microbiologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1938 წელს.

1938–1942წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტი, ასისტენტი; 1942–1988წწ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989–1995წწ. მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან ამავე ინსტიტუტის კონსულტანტი. ავტორია 195 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს სხვადასხვა დაწესებულებიდან ექიმ–ლაბორანტთა კვალიფიკაციის ამაღლებას. მიკრობიოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონსერვირებული სისხლის, პლაზმისა და შრატის ბაქტერიოლოგიური შეფასება", დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიელომური დაავადების სხვადასხვა ფორმის შედარებითი შეფასება ლაბორატორიული და კლინიკური მონაცემების საფუძველზე", 1985 წელს

Member of Organizations

  • ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ორგანიზაცია, წევრი

Awards and Honors

  • 1946 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1946 - მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"