The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო ტურაშვილი

ნინო ტურაშვილი
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1988  (35 წლის)
კატეგორია:ენდოკრინოლოგი

ბიოგრაფია

2011 წელს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ.

2015 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტურა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. გავლილი აქვს, ასევე, კვალიფიკაციის გრძელვადიანი პროგრამა ნუტრიციოლოგიაში.

2016 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

გავლილი აქვს საზღვარგარეთ სტაჟირება ენდოკრინოლოგიის მიმართულებით (2013 წ ქ.სამსუნი, თურქეთი).

არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგკურსის მონაწილე: ,,ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების 88-ე კონგრესი- (პოსტერის ავტორი)'', ,,CVOT Summit 2020’’-(პოსტერის ავტორი)'',სემინარი ,,ლიპიდების მეტაბოლიზმი’’- (ზალცბურგი, ავსტრია);  ,,მასტერკლასი ჰიპოფიზის შესახებ’’- (მილანი, იტალია);  ,,9 th Baltic Congress of Endocrinology and ESE Clinical Update''-(რიგა, ლატვია);   ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის ტრენინ-კურსები( უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი);  ,,ევროპის ახალგაზრდა მეცნიერ-ენდოკრინოლოგთა მე-6 შეკრება''(პოზნანი, პოლონეთი);    ,,EASD Diabetes and Cardiovascular Disease Study Group- 3rd cardiovascular    Outcome Trial’’-(მიუნხენი, გერმანია);  ,,EAS Advanced Course on Precision Medicine in Atherosclerosis’’ –(პარიზი, საფრანგეთი).   ,,ლიპიდოლოგიაში კომპეტენციის გამოცდა’’- The Accreditation Council for  Clinical Lipidology (ACCL) ; ,,Introduction to Food & Health’’- The Stanford University School of Medicine ;  ,,აქტუალური საკითხები თირეოიდოლოგიაში, შეხვედრა ETAს ექსპერტებთან’’ , ,,ევროპის თირეოიდული ასოციაციის გრანდ კურსი’’ , ,,ჰიპერტენზიის გაიდლაინის იმპლემენტაციის ვორქშოფი’-( ESC, Sophia Antipolis,  საფრანგეთი);  ტრენინგი- ,,სამეცნიერო კვლევის საფუძვლები’’ და ა.შ.   გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პუბლიკაცია. აქვს სხვადასხვა კლინიკაში ექიმ-ენდოკრინოლოგად მუშაობის გამოცდილება. 2016 წწ-დან ასევე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოება, წევრი
  • ევროპის ახალგაზრდა მეცნიერ-ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა
    მისამართი:თბილისი, წინანდლის ქ.9
    ტელეფონი:(+99532)2050500;(+99532)2508800; 558150986