The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1998 წელს; 2005 წელი - ზოგადი პროფილის სტომატოლოგი, სახელმწიფო სერტიფიკატი (თბილისი); 2007-2008 წწ. - ყბა-სახის ინპლანტაციის სრული კურსი, პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემია ლუდვიქსჰაფენი (გერმანია); 2015-2016 წწ. - მართვის კომპეტენცია ჰოსპიტალურ სექტორში, ჯანდაცვის აკადემია მიუნსტერი (გერმანია); 2016-2019 წწ. - მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკა და მართვა, დანუბეს უნივერსიტეტი კრემსი ვენა (ავსტრია).

2006-2008 წწ. იყო ფონდ "სტომატოლოგები საზღვრების გარეშე" პროექტის განვითარების მენეჯერი (ნიუნბერგი, გერმანია)2008-2013 წწ. მედტრანსი არბონი, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტი (შვეიცარია)2009-2015 წწ. ააიპ "დოსტაქარი" სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი კონცეპტუალურ საკითხებში (საჩხერე, საქართველო); 2015-2016 წწ. საპარტნიორო ფონდი, "თბილისი კლასტერი" ჯანდაცვის სექტორის განვითარება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად (თბილისი, საქართველო); 2015–2019 წწ. ს.ს. "საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება" გენერალური დირექტორი (საჩხერე, საქართველო); 2015-2019 წწ. ააიპ "დოსტაქარი" აღმასრულებელი დირექტორი (საჩხერე, საქართველო)2019 წლის 18 ივნისიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.