The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მალხაზ მიზანდარი

მალხაზ მიზანდარი
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს.

1980–1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი სამედიცინო რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის სპეციალობით; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის თანამშრომელი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემების, აგრეთვე თვალის სხივურ დიაგნოსტიკას. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმოგრაფია თერმომაჩვენებელთა კომპიუტერული დამუშავებით ქრონიკული ქოლეცისტიტის კომპლექსურ სხივურ დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ნიუ ჰოსპიტალსი
    მისამართი:თბილისი, კრწანისის ქუჩა №12
    ტელეფონი:2 190 190