The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლამარა მეიფარიანი

ლამარა მეიფარიანი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1926  (97 წლის)
კატეგორია:ენდოკრინოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1950 წელს იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს თერაპიის კათედრის ორდინატორი; 1966–1967წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის II კათედრის ასისტენტი; 1967–1976წწ. ამავე ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1976 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის ენდოკრინოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის, ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; შრომის ვეტერანი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიაბეტური გლომერულო–სკლეროზის კლინიკა და დიაგნოსტიკა", დაიცვა 1975 წელს.