The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიული მეგრელიშვილი

დაბადების თარიღი:1 მაისი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს.

1966–1967წწ. იყო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი–პედიატრი; 1967–1969წწ. თბილისის ბავშვთა N2 საავადმყოფოს ექიმი პედიატრი; 1969–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1971–1997წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1997 წლიდან დოცენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონოგრაფიის. არის ბავშვთა აღზრდის ეროვნული პროგრამის პედიატრიული ნაწილის პასუხისმგებელი შემსრულებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის სისტემის მონოფუნქციონალურ მაჩვენებელთა მნიშვნელობა გლომერულონეფრიტის დროს ბავშვებში", დაიცვა 1980 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო ნეფროლოგთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს პედიატრიული საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია