The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნაზი მახათაძე

დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957–1960წწ. იყო სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონის, 1961–1968წწ. რუსთავის ქიმკომბინატის სამედიცინო ნაწილის, 1969–1975წწ. რუსთავის სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი, 1976–1980წწ. ამავე სამშობიარო სახლის I სამეანო განყოფილების გამგე. 1981 წლიდან მუშაობდა კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ავტომატიზირებული სკრინინგის რთული პერინატალური პათოლოგიის გამოსავლინებლად ქიმიური მრეწველობის მუშა ქალებში", დაიცვა 1990 წელს.