The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შოთა მაჭავარიანი

დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:1988  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს; 1946 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკური ორდინატურა.

მუშაობა დაიწყო გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1957-1942წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიური ლაბორატორიის გამგე; ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს III ქირურგიული განყოფილების გამგე; 1962-1967წწ. რეანიმაციის ლაბორატორიის, ხოლო 1967-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეანიმაციის საპრობლემო ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1973 წლიდან ჩამოაყალიბა სამედიცინო ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრა და 1973-1988წწ. იყო მისი გამგე; მას ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი: ორი სახელმძღვანელო და სამი მონოგრაფია (ერთი მათგანი - "რეანიმაცია" ამ ტიპის პირველი მონოგრაფიაა საქართველოში). რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, რეანიმაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1972).

ბიბლიოგრაფია