The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლუიზა მარსაგიშვილი

ლუიზა მარსაგიშვილი
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1975წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი; 1975–1980წწ. თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური მეთოდების განყოფილების; 1980–1990წწ. ამავე ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1990–1996წწ. ლაზეროთერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1996–1998წწ. მუშაობდა ულტრაბგერითი გამოკვლევების და ლაზეროთერაპიის რესპუბლიკურ ცენტრში. 1998 წლიდან ლაზერული მედიცინის სსპ ცენტრის დირექტორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ანესთეზიოლოგიის, კარდიოლოგიისა და ლაზეროთერაპიის პრობლემებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ინვ. დეპ. ლაზერული მედიცინის სსპ ცენტრის დირექტორი.  

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის პარციალური ვენტილაცია სასუნთქი გზების ოპერაციის დროს", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰელიუმ–ნეონური ლაზერის გამოყენება გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1990 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ჯანმრთელობის ცენტრი
    მისამართი:ყაზბეგის გამზ. 14ბ
    ტელეფონი:2 14 44 05