The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მურმან მამალაძე

დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1962წწ. მუშაობდა გორში ექიმად, იყო პათანატომი; 1962 წელს იყო ტუბრკულოზის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1966წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1970–1980წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პულმონოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ართროლოგიის პრობლემებს. ატარებდა საკონსულტაციო–პრაქტიკულ–მეთოდურ მუშაობას რკინიგზის საავადმყოფოში, ხელმძღვანელობდა კათედრის სამეცნიერო თემატიკის შესრულებას. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თორმეტგოჯა წყლულოვანი ნაწლავის დაავადების მკურნალობის თანამედროვე საკითხები", დაიცვა 1969 წელს.