The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით მაღალაშვილი

დავით მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1952  (71 წლის)
კატეგორია:პულმონოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1976წწ. ორდინატურის კურსი გაიარა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1976–1991წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თორაკული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1992–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიოპულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1995 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა ფილტვის პათოლოგიის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე. სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და ოპერატიული ბრონქოსკოპიების, რეზექციული ქირურგიის, პულმონოლოგიის შესახებ. პულმონოლოგ–ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ფტიზიოპულმონოლოგიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ტრანსბრონქული სელექციური ელექტროპლეტიზმოგრაფია და ბრონქოფიბროსკოპია ფილტვის პერიფერიული სიმსივნური და ანთებითი პროცესების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
    მისამართი:თბილისი, გუდამაყრის ქ. 4
    ტელეფონი:2 61 01 01