The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლუბა ლუბარსკაია

დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1921  (102 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.

1945–1982წწ. იყო თბილისის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიის განყოფილების ექიმი–ნევროპათოლოგი, 1982–1996წწ. თბილისის ბავშვთა რეაბილიტაციის რეაპუბლიკური ცენტრის ექიმი–ელექტროფიზიოლოგი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებშიც გაშუქებულია თავის ტვინის ცისტიცერკოზის კლინიკა და პათომორფოლოგია, ქრონაქსიმეტრიის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის ახალი მონაცემები თავის ქალის უკანა ფოსოს სიმსივნეების დროს, ნათხემ–ხიდის კუთხის სიმსივნეების კლინიკა და სიმპტომატოლოგია, ჰიდროცეფალურ–ჰიპერტენზიური სინდრომის კლინიკის საკითხი თავის ტვინის სიმსივნური დაავადებისას, თავის ქალის უკანა ფოსოს არაქნოდიტების კლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხი, თავის ქალის უკანა ფოსოს სიმსივნეების ტიპიური და დიფერენციული დიაგნოსტიკა, თავის ტვინის ზოგიერთი ღეროვანი წარმონაქმნის როლი ნათხემის სიმპტომების პათოგენეზში. სამეცნიერო–ხელმძრვანელობას უწევდა ქალაქისა და რაიონებიდან მივლინებულ ექიმთა სპეციალიზაციას ელექტროფიზიოლოგიაში. მოღვაწეობდა ისრაელში. ნევროპათოლოგი, ელექტროფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თავის ქალის უკანა ფოსოს სიმსივნეებისკლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხისათვის", დაიცვა 1965 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი