The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო ლოლაშვილი

დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ტრანსფუზიოლოგი, ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1977წწ. იყო ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1978–1981წწ. თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1981–1987წწ. ჰემოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1987–1990წწ. დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების უმცროსი, 1990–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1996 წლიდან ამავე განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰემობლასტოზების დიაგნოსტიკასა და პროგნოზირებას, ანემიების ეპიდემიოლოგიას, კლინიკას, მკურნალობას, კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის  საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია. ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ლიმფოლეიკოზის ტიპიური და ატიპიური ფორმების პროგნოზირება და დიფერენციალური დიაგნოსტიკა", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "რკინა–დეფიციტური ანემიების განვითარების კანონზომიერებანი და პროფილაქტიკის პრინციპები საქართველოს მოზრდილთა პოპულაციაში", დაიცვა 1994 წელს.