The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრიგოლ ლაჭყეპიანი

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1978–1982წწ. იყო სანკტ–პეტერბურგის I სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, პროფილაქტიკური მედიცინისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი, დოცენტი. ავტორია 31 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიისა და ნეიროსეფსისის პრობლემებს. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემიდილუცია იშემიური ინსულტის დროს", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის დაზიანება სეფსისის დროს", დაიცვა 1998 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აქართველოს სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირებისა და ლიცენზირების საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო–პედაგოგიური საბჭო, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - ქალაქ ატლანტის(აშშ) საპატიო მოქალაქე