The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ კუხალაშვილი

დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1955 წელს.

1956–1957წწ. იყო ადიგენის რაიონული საავადმყოფოს ინფექციონისტი; 1957–1959წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1959–1991წწ. საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ექიმი; 1991 წლიდან დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის ზოოანტტრიპენიმეულ და ანაერობულ ინფექციათა განყოფილების გამგე. გამოქვეყნებული აქვს ატლასი საქართველოში ჯილეხზე არაკეთილსაიმედო პუნქტების შესახებ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოში ჯილეხის ეპიდემიოლოგიური გეოგრაფია",  დაიცვა 1974 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

ბიბლიოგრაფია