The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ილია კუჭავა

დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ანატომი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1976–1977წწ. იყო წითელწყაროს რაიონის ექიმი–ქირურგი; 1977–1979წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1979–1981წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე; 1981 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი და უფროსი მასწავლებელი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ღვიძლის არტერიის ქირურგიულ ანატომიას, ღვიძლის შეწევისა და კარის ტოპოგრაფიასა და მხედველობის ნერვის ანატომიას". ქირურგ–ტოპოგრაფანატომი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული აკადემიის უფროსი მასწავლებელი. სამედიცინი ინსტიტუტ "გაენათის" პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ღვიძლის არტერიის II0IV რიგის ტოტების ინდივიდუალური თავისებურებანი", დაიცვა 1994 წელს.