The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნელი კოპაძე

დაბადების თარიღი:10 მაისი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:თერაპევტი, კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1950წწ. მუშაობდა ტყიბულის სამედიცინო–სანიტარულ ნაწილში; 1951–1953წწ. თბილისის IV საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში; 1953–1968წწ. ქალაქის II კლინიკური საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში. 1968 წლიდან იყო თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1973 წლიდან მუშაობდა თერაპიის ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკაში. არის 2 მეთოდური და 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება ნეიროცირკულატორულ ჰიპოტონიებსა და გულის იშემიურ დაავადებებს. მედდების კვალიფიკაციის სასწავლებელში ელექტროკარდიოგრაფიის ციკლი მიჰყავდა; 1965–1985წწ. თსუ–ში მუშაობდა პედაგოგად. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის თერაპევტი, კარდიოლოგი.

დისერტაციის თემა –"გულის კუნთის და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ფუნქციური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხები არტერიული ჰოპოტონიების დროს".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა და კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი