The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მალხაზ კოკიჩაშვილი

მალხაზ კოკიჩაშვილი
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:ბიოქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1973წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფო–კოლონიის ექიმად; სსრკ–ს შეიარაღებულ ძალებში პოლკის მედპუნქტის უფროსად; 1975–1979წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ– თანამშრომელი; 1979 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის ასპირანტი; 1982 წელს ასისტენტი; 1988 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომის, ორი მონოგრაფიის; არის მედიცინის დოქტორი, პროფესორი, უმაღლესი სამედიცინო სკოლის "აიეტი"-ს ვიცე-რექტორი სასწავლო დარგში; ამავე სამედიცინო სკოლის სამედიცინო გენეტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; ბიოქიმიკოსი, მკვლევარი სამედიცინო ენზიმოლოგიის დარგში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვირთაგვების გულისა და ჩონჩხის კუნთებში მჟავე ჰიდროლიზების აქტივობა ფიზიკური დატვირთვისადმი ადაპტაციის დროს ასკობრივ ასპექტში", დაიცვა 1985 წელს.

ბიბლიოგრაფია