The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილი
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1964
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 2014  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-პედიატრის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინტერნად, ონის რაიონის სოფლის ამბულატორიის ექიმად, რუსთავის ჯანდაცვის სამსახურის უფროსად. 1993 წელს დააარსა ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომლის გენერალური დირექტორიც იყო 2004 წლამდე. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტად, მაგრამ მალე საგანგებო დავალებათა ელჩად მიავლინეს ნიუ-იორკში, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა. შემდეგ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი, ხოლო 2008 წლის დასაწყისიდან 12 სექტემბრამდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში. ფონდ "2002 "-ის თავმჯდომარე. მენეჯერი, დიპლომატი, ექიმი.