The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინათინ კიტია

დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1921  (102 წლის)
კატეგორია:პულმონოლოგი, ფტიზიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს.

1943–1945წწ. იყო ბორჯომში 1457–ე ევაკო ჰოსპიტალის ექიმი–ორდინატორი; 1946–1950წწ. თბილისის ტუპერკულოზის საწინააღმდეგო I საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. ტუპრტკულოზის რესპუბლიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953–1956წწ. თბილიუსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასპირანტი ფტიზიატრიის სპეციალობით; 1956–1963წწ. რესპუბლიკური ტუბერკულოზის დისპანსერული განყოფილების გამგე; 1963 წლიდან ხელმძღვანელობს ტუბერკულოზის სამედიცინო სამეცნიერო ინსტიტუტის დისპანსერულ განყოფილებას. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მეთოდური წერილის. ხელმძღვანელობს რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონიდან საკონსულტაციოდ გამოგზავნილ ავადმყოფთა გამოკვლევა–კონსულტაციებს. ფტიზიოპულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თმა - "მასალები ფილტვების ტუპერკულოზის მკურნალობის კლინიკო–ბიოქიმიური დახასიათებისათვის", დაიცვა 1962 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რესპუბლიკის პულმონოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • რესპუბლიკის ფტიზიატრთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - შრომის ვეტერანი
  • 1987 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • 1987 - უმაღლესი კატეგორიის ფტიზიატრი