The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გურამ კიკნაძე

გურამ კიკნაძე
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1967წწ. იყო ლიკანის საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორი; 1967-1971წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1971 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ჯერ ასისტენტი, შემდეგ დოცენტი, ხოლო 1995-2000წწ. კათედრის პროფესორი. 1995 წლიდან იგი არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობისა და ბიოეთიკის სამსახურის უფროსი, ხოლო 2001 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. არის 3 მონოგრაფიის ავტორი (კარდიოლოგია, ბიოეთიკა, ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხები), გამოქვეყნებული აქვს 60 ნაშრომი კლინიკურ და ექსპერიმენტული მედიცინის სფეროში, 12 სტატია ადამიანის უფლებების შესახებ ჯანდაცვის სფეროში, 20-მდე დასახელების ბროშურა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შეიქმნა სტუდენტებისათვის ბიოეთიკის სასწავლო პროგრამა, საქართველოს კანონპროექტები ("ჯანდაცვის შესახებ', 'პაციენტის უფლებების შესახებ", "საექიმო საქმიანობის შესახებ", "ადამიანის ორგანოების გადანერგვის შესახებ", "ბავშვთა ხელოვნური საკვების კონტროლირებადი მოხმარებისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის შესახებ",  "ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის შესახებ", "აბორტის შესახებ") და საკანონმდებლო ნორმატიული აქტები, მრავალი საერთაშორისო დოკუმენტის თარგმანი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულისა და რეგიონული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა თირკმლების უკმარისობის დროს", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პარანეოპლასტიური ნეფროპათია ავთვისებიანი ლიმფომების დროს", დაიცვა 1994 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1998-)
  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ნეფროლოგთა ასოციაცია, თავმჯდომარე
  • ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიოეთიკის ასოციაცია, წევრი (1996-)

ბიბლიოგრაფია