The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზაზა კვანტალიანი

დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1959  (65 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1984–1986წწ. იყო აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1987–1991წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, კარდიოლოგი; 1991 წლიდან ამავე ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოლოგიისა და არითმიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის. 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა "ვიტა" და "სდასუ" –ს სამედიცინო ინსტიტუტში. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისრტაციის თემა - "სტრეს–ტესტებით პროვოცირებული მიოკარდიუმის ტრანზიტული იშემიის გავლენა QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი