The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იური კვალიაშვილი

დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968 წელს იყო ბედიანის ფსიქო–ნევროლოგიური საავადმყოფოს ფსიქო–ფტიზიატრიული განყოფილების გამგე; 1970 წელს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში მიიღო ექიმ–რენტგენოლოგის დიპლომი და მუშაობა დაიწყო კარდიოლოგიის ინსტიტუტში რენტგენის განყოფილებაში, უმცროს, უფროს თანამშრომლად. 1988 წლიდან იყო ამავე განყოფილების გამგე. ავტორია 44 სამეცნიერო ნაშრომის, დამტკიცებული აქვს ერთი გამოგონება და 3 რაციონალური წინადადება. ხელმძღვანელობს სამეცნიერო მუშაობას ახალგაზრდა თანამშრომლებთან, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ინტერნებთან. 1989 წელს იყო საქართველოს წითელი ჯვრის სამაშველო სამსახურის მთავარი ექიმი და მონაწილეობდა ყველა ბუნებრივ და სოციალურ-ექსტრემალურ სიტუაციაში. რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებთა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Возможности рентгено функционального исследования сердца в постинфарктном периоде",  დაიცვა 1981 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რენტგენოლოგთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    სამედიცინო ჰოლდინგი მედისონი
    ტელეფონი:2 47 06 06