The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბადრი კელენჯერიძე

დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა აბაშა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1981–1985წწ. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1992–1997წწ. ამავე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1997 წლიდან აღნიშნული განყოფილების უფროსი ორდინატორი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიურ პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის  IV საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი ორდინატორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ექსტრააორტალური კონტრპულაცია და მისი ეფექტურობის შედარებითი შეფასება", დაიცვა 1985 წელს მოსკოვში.