The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინათინ კაციტაძე

დაბადების თარიღი:4 მარტი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1955–1964წწ. იყო თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1964–1967წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასპირანტი; 1968–1978წწ. კათედრის ასისტენტი; 1979 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. არის ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Данные клинико-лабораторных иследований при вирусных гепатитах у лиц старше 50 лет", დაიცვა 1971 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი