The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გურამ კაციტაძე

დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ეპიდემიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958–1965წწ. მუშაობდა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში; 1965–1978წწ. ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში; 1978–1991წწ. სამედიცინო პარაზიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში; 1991–1996წწ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში; 1996 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომის, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 24 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. არის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუცლის ტიფისა და დიზენტერიის ინდიკატორული ფაგების შერჩევა", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კვებითი ტოქსიკოინფექციების ზოგიერთი ზოგიერთი გამოწვევის ბიოლოგიური თავისებურებანი".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, წევრი