The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვიტალი კაშია

დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სევასტოპოლი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1972–1975წწ. იყო ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1975–1986წწ. ფსიქიატრიული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1986–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან ფსიქიატრიული ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების მეცნიერ–ხელმძღვანელია; ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის(ქავთარაძის ქ.N21-ა) კონსულტანტი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის შიზოფრენიის კლინიკისა და მკურნალობის შესახებ. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შეტევისმაგვარი შიზოფრენიის კლინიკოფსიქოპათოლოგიური თავისებურებები მწვავე პარანოიალური შეტევების მანიფესტაციის დროს", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "შუბისმაგვარი შიზოფრენიის შეტევების ფსიქოპათოლოგიური სტრუქტურის პროგნოზული შეფასებისათვი/ კლინიკა, თერაპიული პათომორფოზი/, დაიცვა 1999 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ფსიქიატრთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობა, წევრი