The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ კამალოვი

დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1897  (127 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პარაზიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1924 წელს.

მუშაობდა თბილისში პარაზიტოლოგიისა  და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში 1930-1953 წლებში ჰელმინთოლოგიის განყოფილების გამგედ;  1953- 1963 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეპიდემიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრას, ხოლო 1962 წლიდან კლინიკური ლაბორატორიის დიაგნოსტიკის კათედრის გამგე იყო. ნ. კამალოვი სწავლობდა ანკილოსტომიდოზს, პაპატაჩისა და ლეიშმანიოზის გადამტანების საკითხებს; შეიმუშავა ამებიაზის, ლამბლიოზისა და ჰიპოქრომული ანემიის მკურნალობის მეთოდები. პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1941), პროფესორი(1946).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961-)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია