The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სპარტაკ თაქთაქიშვილი

დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1923  (101 წლის)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1949–1956წწ. იყო სანიტარიისა და ჰიგიენის განყოფილების ექიმი–ჰიგიენისტი; 1956–1960წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი; 1960–1979წწ. პესტიციდების ჰიგიენისა და ტოქსიკოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1979–1984წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ჰიგიენისა და პროფ–დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;1984–1986წწ. კასპის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1986–1991წწ. რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–დერმატოლოგი და სამკურნალო კვების სექციის გამგე; 1991 წლიდან სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტის კვების ჰიგიენის განყოფილების გამგე. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომის. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამედიცინო ინსტიტუტ "დასტაქარში". ექიმი ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კობალტისა და ნიკელის შემცველობა საქართველოს კვების პროდუქტებში და მათი ბალანსი ადამიანის ორგანიზმში", დაიცვა 1964 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, წევრი (1951-)