The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლევან თავბერიძე

ლევან თავბერიძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976–1977წწ. ინტერნატურა გაიარა თბილისის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში; 1977–1979წწ. იყო თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექიმი–ტრავმატოლოგი; 1978 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში. 1979–1981წწ. თბილისის რკინიგზის N2 საავადმყოფოს ტრავმატოლოგი; 1981-84 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე მიზნობრივ ასპირანტურაში. 1984 წლიდან ტრავმატოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. სტაჟირება გაიარა 1986 წელს უნგრეთში, 1996 წელს გერმანიაში. 1995 წელს გაიარა სტაჟირება ჰამბურგის ენდოკლინიკაში პროგრამით - მუხლისა და მენჯბარძაყის სახსრების ენდოპროტეზირება (ქალაქ კილის ლუბინუსის კერძო კლინიკაში და კილის სეპტიკურ ცენტრში). ექიმი–ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მსოფლიო კონგრესებისა და სიმპოზიუმების აქტიური მონაწილე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გრძელი ძვლების ტრავმული ოსტეომიელიტების მკურნალობა" (1986).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიო ტრავმატოლოგ - ორთოპედთა საზოგადოება - sicop, წევრი (1993-)
  • საქართველოს ტრავმატოლოგ–ორთოპედთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2005-)
  • საქართველოს ტრავმატოლოგ–ორთოპედთა ასოციაციის გამგეობა, წევრი