The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გურამ ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი, რეანიმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1961–1963წწ. იყო თბილისის მე–2 საავადმყოფოს სანიტარი; 1966–1969წწ. თბილისის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების მედ–ძმა; 1969–1971წწ. ბორჯომის რაისაავადმყოფოს კარდიო–რევმატოლოგი, საწრაფო სამედიცინო განყოფილების გამგე; 1971–1974წწ. მოსკოვის საკავშირო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი სპეციალობით – რეანიმაცია–ანესთეზიოლოგია; 1974 წლიდან საქართვერლოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რეანიმაციის განყოფილების გამგე. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის; მონაწილეობა აქვს მიღებული ექიმი რეანიმატოლოგ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"Ближайший послеоперационый период у больных после аорто-коронарного шунтирования" დაიცვა 1976 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის ანესთეზიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის რეანიმატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - სამკერდე ნიშანი "სამედიცინო სამსახურის წარჩინებული"