The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1990-1991წწ. საწარმოო გაერთიანება "აზოტის" მედსანნაწილი, რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის პალატების სანიტარი; 1991-1993წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი ნერვულ სნეულებათა სპეციალობით; 1993-1998წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი; 1997-2000წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 2000 წელს საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2000-2001წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2001-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2004-2016წწ. "კურაციოს" საერთაშორისო ფონდი, წამყვანი მკვლევარი; 2006-2016წწ. "კურაციოს" საერთაშორისო ფონდი, დირექტორთა საბჭოს წევრი; 2014-2016წწ. საკონსულტაციო ჯგუფი "კურაციო", დირექტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)