The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეკატერინე ზანგალაძე

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ეპიდემიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წნორი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1980 წელს.

1980 წელს იყო საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ექიმი–ვირუსოლოგი; 1996 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის ნატიფი მეთოდების ლაბორატორიის გამგე. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის არბოვირუსების და ადამიანის როტავირუსის ეპიდემიოლოგიის საკითხებზე. ექიმი–ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "როტა ვირუსული გასტროენტერიტის ეპიდემიოლოგია საქართველოს სსრ–ში", დაიცვა 1990 წელს.