The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსტანტინე ვირსალაძე

კონსტანტინე ვირსალაძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1914
გარდაცვ. თარიღი:13 ოქტომბერი, 1992  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1936 წელს.

1954 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის თერაპიის კათედრის გამგე; 1957–1987წწ. ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1975–1985წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები საქართველოს რეგიონებში და შეიმუშავა ამ დაავადებათა პროფილაქტიკური ღონისძიებანი; დანერგა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდები გასტროენტეროლოგიაში. 1960 წელს მისი თაოსნობით რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოსთან დაარსდა გასტროენტეროლოგიისა და სამკურნალო კვების განყოფილებები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თერაპევტთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1978-)
  • სსრკ IX–X მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1975-1984)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • უიპლის დაავადება (თანაავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1989. - 79 გვ.
  • კრონის დაავადება : დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1987. - 29 გვ.