The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით ვასაძე

დავით ვასაძე
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1974 წელს.

1975–1979წწ. იყო რკინიგზის პოლიკლინიკის ექიმი–გინეკოლოგი; 1979–1982წწ. ასპირანტურის კურსი დაასრულა მოსკოვის მეანობა–გინეკოლოგიის საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ცენტრში; 1983–1986წწ. მუშაობდა აკადემიკოს ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოში ექიმ–გინეკოლოგად; 1986 წლიდან რკინიგზის სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილების გამგეა. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია საკავშირო და რესპუბლიკურ სამეცნიერო ჟურნალებსა და სამეცნიერო ნაშრომთა კრებულებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის მკურნალობა და პროფილაქტიკა ქალებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ უშვილობის ენდოკრინული ფორმა", დაიცვა 1984 წელს მოსკოვში.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    სამეანო–გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი ვენუს ჯორჯია
    მისამართი:თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №33 (II სართ)
    ტელეფონი:(995) 599 62 43 00; (995 32) 291 01 58