The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ედიბერიძე

ალექსანდრე ედიბერიძე
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1898
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 1985  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:სტომატოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

1929-1933წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრას; 1935-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიურ და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორ-კონსულტანტი; შეისწავლა ალვეოლური პიორეის ეტიოლოგია და მკურნალობა, ოდონტოგენური და არაოდონტოგენური სიმსივნეებისა და პირსახის თანდაყოლილი სიმახინჯეების კლინიკა და მკურნალობა; საქართველოში დანერგა პირსახის აღდგენითი ოპერაციები; შეადგინა ქირურგიული სტომატოლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ქირურგ-სტომატოლოგი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1943), პროფესორი(1943).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1932-1974)
  • საქართველოს სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო თავმჯომარე (1974-)
  • სსრკ სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია