The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით დუნდუა

დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს. მოსკოვის კარდიო–ცენტრის მიზნობრივი ასპირანტურა 1991 წელს.

1984–1986წწ. მუშაობდა თბილისის II საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად; 1991–1995წწ. მოსკოვის კარდიო–ცენტრში თერაპევტად; 1995–1996წწ. მოსკოვის ენდოქირურგიისა და ლიპოტრიპსიის კომერციულ ცენტრში კარდიოლოგად. 1996 წლიდან – კარდიოქირურგად. არის 7 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი, საერთაშორისო სემინარების(ინგლისი, გერმანია, ჩეხეთი, პორტუგალია) მონაწილე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის არითმიის პროფილაქტიკის შესახებ", დაიცვა 1992 წელს მოსკოვში.