The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გელა დონაძე

დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თლუღა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969–1971წწ. მუშაობდა ქ. ილოვაისკის (დონეცკის ოლქი, უკრაინის სსრ) რკინიგზის საავადმყოფოში; 1971–1973წწ. საბჭოთა არმიის რიგებში, პოლკის სამედიცინო მედ. პუნქტის გამგედ; 1974 წლიდან ენდოსკოპიური განყოფილების გამგე, ექიმი ენდოსკოპისტი; 1985–1987წწ. ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა აფრიკაში (ეთიოპია). ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით განყოფილების ბაზაზე კვალიფიკაცია გაიარა 124 ექიმმა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკური ენდოსკოპიური სამსახურის ორგანიზაციულ–მეთოდური ცენტრის გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საყლაპავის, კუჭის და 12–გოჯა ნაწლავის მდგომარეობა დამწვრობით დაავადების დროს და მისი მკურნალობის ზოგიერთი ასპექტი".