The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანა დოლიძე

დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1974წწ. ინტერნატურა გაიარა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზია–რეანიმაციის განყოფილებაში; 1974–1978წწ. იყო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ექიმი–ანესთეზიოლოგი; 1978 წლიდან ანესთეზიოლოგი–საოპერაციო განყოფილების გამგე. ავტორია 20 სამეცნიერო შრომის. ხელმძღვანელობს ახალბედა ექიმებისა და ექთნების პროფესიონალურ აღზრდას. ექიმი–ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანესთეზიოლოგიური კრიტერიუმები ონკოგინეკოლოგიური ოპერაციების დროს", დაიცვა 1991 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"