The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე გუგუციძე

დაბადების თარიღი:2 მაისი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი, სოფელი როხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1963წწ. იყო ფოთის მეზღვაურთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1963-1966წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გულ-მკერდის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი; 1966-1977წწ. ლანჩხუთის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, რაიონის მთავარი ქირურგი; 1977-1991წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1991-1996წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის ქირურგი-კონსულტანტი; 1996 წლიდან ოჯახის ექიმის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუდმახვილა ჭიით გამოწვეული აპენდიციტის კლინიკისა და დიფერენციული დიაგნოზის საკითხისათვის", დაიცვა 1966 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო-სოციოლოგიური აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • 1981 - მედალი
  • 1976 - მედალი
  • 1971 - მედალი