The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გურამ გოცაძე

დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2012  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957–1965წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1971წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1971 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის I სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 97 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია; არის 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, ექიმი–მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობის II ნახევრის ტოქსიკოზების მკურნალობა კონცენტრირებული მშრალი პლაზმით," დაიცვა 1965 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დისფუნქციური სისხლის დენების პათოგენეზი და მკურნალობა", დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის მეან–გინეკოლოგთა სამეცნიერო პრაქტიკული საზოგადოება, თავმჯდომარე