The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ავთანდილ გოგოლი

დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1922
გარდაცვ. თარიღი:8 დეკემბერი, 2003  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1942 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს.

1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1969 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის გარემოს დაცვის ჰიგიენის განყოფილების უფროსი; 1985 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ჰიგიენისტი; იკვლევდა წყლის ჰიგიენის, წყალსატევების სანიტარული დაცვისა და მოსახლეობაზე მათი გავლენის პრობლემებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1978), პროფესორი(1991).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სსრ სოფლის მოსახლეობის სანიტარულ–ეპიდებიოლოგიური მომსახურების ორგანიზაციის საკითხისათვის", დაიცვა 1960 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს სსრ ნიადაგქვეშა წყლების, წყალმომარაგების პირობების ჰიგიენური შეფასება და წყლის ფაქტორის როლი მოსახლეობის ინფექციურ და არაინფექციურ ავადობაში ნატურული და ექსპერიმენტული გამოკვლევები)", დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის და ადამიანის ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1995-2001)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია