The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოდარ გოგებაშვილი

დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1930  (94 წლის)
კატეგორია:იმუნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს.

1964-1996წწ. მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ექსპერტიზის განყოფილების ხელმძღვანელის, კლინიკური და იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–მუშაკის, ამავე განყოფილების გამგის, ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობებზე; 1995-2005წწ. იყო პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის კათედრის გამგე; 1994 წელს მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულ იქნა ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო; იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი(1984).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაცია, თავმჯდომარე (1997-2006)
  • ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაცია, საპატიო პრეზიდენტი (2006-)
  • საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1984-)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
  • სსრკ სამედიცინო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იმუნოლოგიის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია