The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მიხეილ მიხეილის ძე გიგინეიშვილი

დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1994  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი 1962 წელს.

1963–1969წწ. მუშაობდა თბილისში კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1970–1983წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის I კათედრაზე; 1983 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. გიგინეიშვილი შეისწავლიდა საშვილოსნოს კუმშვადობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, სამეანო და გინეკოლოგიურ სისხლდენას, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ჰიპერპლაზიურ პროცესებს, სიმსივნურ წარმონაქმნებზე ჰორმონების გავლენას და სხვ. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - სახელმწიფო პრემია (მიხეილ სამსონის-ძე გიგინეიშვილთან(მამა) ერთად)
    მეანობა : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტთათვის/მიხეილ ს. გიგინეიშვილი, მიხეილ გიგინეიშვილი .- თბილისი: განათლება.- 1983.-555გვ.
  • 1989 - სახელმწიფო პრემია (მიხეილ სამსონის-ძე გიგინეიშვილთან(მამა) ერთად)
    გინეკოლოგია : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდ./მიხეილ ს. გიგინეიშვილი, მიხეილ გიგინეიშვილი.- თბილისი: განათლება, 1987.- 526გვ.

ბიბლიოგრაფია